ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შევხვდი და ვუთხარი, რომ პარტიიდან წასვლის დღეს და დროს პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი

უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს პარტიაში შეხვდა და გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინა. მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრას მესამე პირი არ დასწრებია.

„მე მას ვუთხარი, რომ კამერებით და პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი პარტიიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების დღეს და დროს, ეს ისედაც არაკორექტულია. ეს იყო წესი, პოლიტკორექტულობაც და ამდენი ხნის ურთიერთობაც. იყო გარკვეული მცდელობაც, ხომ არ ჯობია გადავდოთ ეს კენჭისყრაო. მგონია, რომ ეს რამე შედეგს არ შეცვლიდა, დროის გაწელვა უფრო იყო. იმის განცდა რომ მქონოდა, რამე შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, ამ იდეას დავეთანხმებოდი.

გეტყვით, რატომ მოვითხოვე, დროზე განგვეხილა ეს საკითხი. გუნდის შიგნით დაპირისპირება ძალიან გამწვავდა. ეს იმდენად ცუდად ჩანს გარეთ, ან უნდა წახვიდე, ან უნდა შეიცვალოს სიტუაცია. ვერ იცვლებოდა ეს ვითარება ისე, რომ დასრულებულიყო კონფლიქტი, რადგან სასამართლოს თემა ასე მარტივად არ დასრულდება“, - განაცხადა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს