ეკა ბესელია - ჩემი მიზანი ბიძინა ივანიშვილთან ომი არ არის

ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი, რომ პარტია დამეტოვებინა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი მიზანი ბიძინა ივანიშვილთან ომი არ არის. „მას ამის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. მაშინ ამდენი მცდელობა არ იქნებოდა ამ შეხვედრების და ამდენი დროის ხარჯვა სიტუაციის დარეგულირების. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ არ მინდა, ასე კონფლიქტამდე მივიდეს პროცესი, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყანაში დალაგდეს სასამართლო ხალხისთვის. ჩემი ამოცანა არ არის ბიძინა ივანიშვილთან ომი, ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია სასამართლო იყოს ამ ქვეყანაში. თუ ამას ვერ ვახერხებდი იქ, იმ ვითარებაში, მოვახერხებ იქ, სადაც არის საზოგადოების უმრავლესობა, ვინც ასე ფიქრობს“, - განაცხადა ბესელიამ.