პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა და აზრთა გაცვლა გაგრძელდა.

გამართული დისკუსიის შეჯამებისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ყველა გამოთქმულ მოსაზრებაზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, გამოთქმულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე იმსჯელებს უმრავლესობა, რის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო