შსს ირინა ონაშვილის სახლიდან ძვირფასი სამკაულების მოპარვის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირინა ონაშვილის სახლიდან სამკაულების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ სამინისტროში.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად ირინა ონაშვილმა განუცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცავებს გვიან მიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა