თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ყველა დაინტერესებულ პირს პირველად მიეცემა შესაძლებლობა სასამართლოსგან მიიღოს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში დაინტრესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია: სასამართლოს განსჯადობისა და საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ სუბიექტთა შესახებ;

დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმებით განხილვის უპირატესობის შესახებ;

მოწმის, ექსპერტის, ნაფიცი მსაჯულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;

განრიდების, მედიაციის, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის არსის შესახებ;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის სპეციფიკის შესახებ;

გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ;

სამართალწარმოების პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.

უფასო იურიდიული კონსულტაციის ფარგლებში გაცემული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სასამართლოს პოზიცია კონკრეტულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იგი არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ შეიძლება სამართალწარმოების პროცესში მიეცეს მტკიცებულებითი ძალა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს