“ნექსია თიეიმ” და “საქართველოს ბანკის” უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

აუდიტორულმა კომპანია “ნექსია თიეიმ” და “საქართველოს ბანკის” უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტორული კომპანიიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში „ნექსია თიეი“ და „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტი გეგმავენ ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პრაქტიკის გზით სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებასა და შესაბამისი დარგობრივი უნარების განვითარებას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ნექსია თიეის“ მმართველმა პარტნიორებმა, დავით ლომიძემ და ბორის მეგრელიშვილმა, ასევე „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის დირექტორმა აკაკი ხელაძემ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ნექსია თიეის“ მმართველმა პარტნიორებმა „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარეს კომპანიის შესახებ პრეზენტაცია, გააცნეს „ნექსია თიეის“ მთავარი ღირებულებები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ურთერთშეთანხმების თანახმად, „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანია „ნექსია თიეიში“ დასაქმების ახალი შესაძლებლობა მიეცემათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს