პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გვირგვინით შეამკო იალღუჯთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას - ჩვენი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპაციას. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა