ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამაყოფილა. მოსამართლის თქმით, მათ აქვთ გარკვეული მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ, ვინაიდან 5-დან 4 დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

იხილეთ ვიდეო: ვერცხლის ქუჩის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლის თქმით, მათ აქვთ მიდრეკილება დანაშაულის ჩადენისკენ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა