ირაკლი კობახიძე გიორგი მშვენიერაძეზე - როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე, - ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში კოალიცია „დამოკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება გიორგი მშვენიერაძეს, ეს არის ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო ჩართული. ამ ადამიანის და ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო. შეგახსენებთ, რომ ვიდრე მშვენიერაძე სხდომას დატოვებდა, მას ჯერ კიდევ დილით არაპირდაპირი ფორმით ჰქონდა ნათქვამი, რომ სხდომას მოგვიანებით დატოვებდა. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი. როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე. მათი ბოიკოტი პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს. ჩვენი ამოცანაა, გავწეროთ მკაფიო პროცედურა და კრიტერიუმები და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ქვეყნის და არა გიორგი მშვენიერაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შეხვედრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ, გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განმარტებით, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის რეკომენდაციები.

„კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე უკვე ისაუბრა, როგორც მის ვერსიაზე, არის სწორედ „კლანის“ წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა“,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა