მამუკა მდინარაძე - გედი ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია, როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე შეიტანა. მისივე თქმით, ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება“. მდინარაძის შეფასებით, გუნდის წევრების წასვლა სამწუხაროა.

„გედი ფოფხაძემ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

გედევან ფოფხაძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო