აკაკი ბობოხიძე - საოჯახო სასტუმროებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაეზარდოთ

საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის კომერციული ტარიფის დაწესება დამღუპველი იქნება იმ უზარმაზარი სეგმენტისთვის, რომელსაც წარმოადგენს საოჯახო ტურიზმი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში რეგიონებშიც იგივე მოხდება და შესაძლოა, იგივე შეეხოს ბუნებრივ აირს და ა.შ.

„როგორც ცნობილია, საქართველოში არსებობს ორი ტიპის გადასახადები, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. კონკრეტულად წყალთან დაკავშირებით, მათ შორის განსხვავება ძალიან მაღალია. საქართველოში არის ძალიან დიდი ქსელი საოჯახო სასტუმროებისა, რომლებშიც დასაქმებული არის ოჯახების ძალიან დიდი ნაწილი და კონკრეტულად თბილისში. სემეკ-ში დაყენებული მოთხოვნა, რომ საოჯახო სასტუმროები განხილული იყოს როგორც კომერციული ობიექტები და მათ დაუწესდეთ წყლის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო წესით, დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწევს კატასტროფულ შედეგებს ამ სფეროში, ამ ადამიაანებს წყლის ტარიფი გაუძვირდებათ 13-ჯერ, ხოლო თუ ეს პრეცედენტი დაშვებული იქნება თბილისში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნები დადგეს სრულიად საქართველოს მასშტაბით. გაუგებარია რანაირად შეიძლება ერთსა დ აიმავე ბინაში, რომელიც ერთდროულად არის საცხოვრებელიც და საოჯახო ტიპის სასტუმროც, განვასხვავოთ ერთმანეთისგან, როდის მოიხმარენ წყალს საკუთარი მოხმარებისთის და როდის სტუმრები. ეს ცვლილება მიღების შემთხვევაში დამღუპველი აღმოჩნდება საქართველოში იმ უზარმაზარი სეგმენტისთვის, რომელსაც წარმოადგენს საოჯახო ტურიზმი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო