ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა