მამუკა მდინარაძე - ბექა ნაცვლიშვილს ასეთი პირობა არ უნდა დაეყენებინა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბექა ნაცვლიშვილი არის ძალიან პრინციპული, მიზანდასახული და კარგი პოლიტიკოსი, თუმცა ასეთი პირობა მას არ უნდა დაეყენებინა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძემ განაცხადა,

საპენსიო რეფორმა ორი თვის წინ ამოქმედდა და მასში ძირეული ცვლილებების შეტანა ახლა წარმოუდგენელია.

„გუშინ საზოგადოებამ შეიტყო, რომ ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა უმრავლესობა იმის გამო, რომ მის კანონპროექტს უმრავლესობამ ხმა არ მისცა. მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი ტრენდია ის, რომ გარკვეული პირობის არშესრულების შემდეგ ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ბექა არის ძალიან პრინციპული, მიზანდასახული და კარგი პოლიტიკოსი. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა საპენსიო რეფორმა ამოქმედდა ახლახანს, ორი თვეც არ არის გასული და მასში ძირეული ცვლილებების შეტანა და სხვაგვარად გადათამაშება წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პირობა მას არ უნდა დაეყენებინა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და დიდ წარმატებას ვუსურვებ პოლიტიკაში და ცხოვრებაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი ბექა ნაცვლიშვილის გარდა, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს.

გედევან ფოფხაძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე შეიტანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა