პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთთან საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთთან საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აწარმოოს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები რუსეთთან, პეტრო პოროშენკომ უპასუხა, რომ „რუსეთთან საუბარი მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება“.

პეტრო პოროშენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან კონტაქტი მხოლოდ მაშინ გამოიღებს შედეგს, თუ „გლობალური კოალიცია საკმაოდ ძლიერი იქნება და სანქციები ძალაში დარჩება“.

„აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია სწორად მოქმედებს არა მხოლოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ნაწილში, არამედ იმ საკითხშიც, რაც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას უკავშირდება“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს