ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - სავარაუდოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზაზა სიხარულიძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გაასაჩივროს. ამის შესახებ გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართებით რომ ვისაუბრო, ვფიქრობ, რომ მის მიმართ არანაირი მომატებული რისკი არ არსებობდა იმისათვის, რომ გამოტანილი ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მას არ ედავებოდნენ რაიმე ისეთ ქმედებას, რომლის განმეორების რისკი არსებობდეს ან მას ჰქონდეს მოტივაცია, რაიმე მტკიცებულების განადგურების. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო ძალიან ოპტიმალური და შესაბამისობაში იქნებოდა ამ მოცემულობასთან. ვფიქრობ, რომ სასამართლოს პოზიცია არ იყო სწორი. შესაბამისად, დაველოდებით სასამართლოს განჩინებას, გავეცნობით მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სავარაუდოდ, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ გავასაჩივროთ ეს აღკვეთის ღონისძიების სახე“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ იყენებს ზაზა სიხარულიძე დუმილის უფლებას ამ დრომდე, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს მისი სამართლებრივი პოზიციაა და არსებითი განხილვის პროცესში საკუთარ პოზიციებს აუცილებლად დააფიქსირებს.

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა