ელენე ხოშტარია - როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაასისხლიანებს, სასჯელი უნდა მიიღოს, გეგა გეგეშიძემ კი, უბრალოდ შეისეირნა შსს-ში

მე ვიქნები ყველა იმ მოქალაქის გვერდით, ვინც უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წინ, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წახალისება ხდება.

„მე, როგორც მოქალაქეს, გამიჩნდა წარმოუდგენელი უსამართლობის განცდა, როდესაც წესიერი და პატიოსანი ბიჭი ზურაბ დათუნაშვილი უპირისპირდება ძალადობრივ სისტემას. ის იმაზე კი არ ფიქრობს, კარიერისთვის რა იქნება კარგი, არამედ უბრალოდ არ მოითმინა ის ძალადობა, უსამართლობა და კორუფცია, რომელიც ფედერაციაში ხდება. ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ პრობლემას, როდესაც თავისიანი მოძალადეების წახალისება ხდება. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს დაასისხლიანებს, კანონის მიხედვით მან სასჯელი უნდა მიიღოს. გეგეშიძემ კი უბრალოდ შეისეირნა შსს-ში და დაბრუნდა, ვითომც არაფერი არ მომხდარა. ეს ძალიან საშიშია და სცდება ერთი ადამიანის, დათუნაშვილის პრობლემას. მე ვიქნები ყველა იმ მოქალაქის გვერდით, ვინც იქნება უსამართლობის და ძალადობის მსხვერპლი", - განაცხადა ხოშტარიამ.

აქციის პარალელურად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, სადაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა