მიხეილ ბატიაშვილი - საგანმანათლებლო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რომ უნივერსიტეტების პროგრამებს გაეცნონ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სხვადასხვა სასწავლებლების სიახლეებსა და შეთავაზებულ პროგრამებს გაეცნო.

„საგანმანათლებლო გამოფენები მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებითვის გაეცნონ უნივერსეტეტების პროგრამებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ასევე, საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე პროფესიული სასწავლებლებისთვის საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები“, - განაცხადა მინისტრმა.

განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წამომადგენლებს, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და აირჩიონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, უფრო მეტი გაიგონ დაფინანსების შესაძლებლობების თუ გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო