ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე, ფედერაციის წარმომადგენლებს,  ზურაბ დათუნაშვილსა და მის მხარდამჭერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და მის მხარდამჭერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი პრეზიდიუმზე დათუნაშვილის დასწრება- არ დასწრების საკითხი იყო.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა დაიწყო. პრეზიდიუმის მთავარი განსახილველი თემა 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება იქნება. სხდომას ზურაბ დათუნაშვილიც ესწრებაა.

პრეზიდიუმის პარალელურად, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი იმართება.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა