წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია იწყება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7.2 (კმ7-კმ14.2) კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანა განახორციელებს.

უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია.

„რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა