ლუკა კურტანიძე - ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, მოჭიდავეებს შეგვიძლია დიალოგით გადავწყვიტოთ პრობლემა

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, მოჭიდავეებს შეგვიძლია დიალოგის გზით გადავწყვიტოთ პრობლემა. თითოეული თქვენგანი აქ ხართ იმისათვის, რომ დაინახოთ ის ერთობა, რაც ჩვენს ერს სჭირდება. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი”, - განაცხადა კურტანიძემ.

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა