ზვიად კუპრავა - ჩემი უცნაური პატიმრობა გრძელდება

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა ამ დრომდე „გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისში იმყოფება და სამართალდამცველებს ელოდება.

,,ჩემი უცნაური პატიმრობა გრძელდება. რეალურად პატიმარი ვარ, რადგან ვერ გავდივარ გარეთ, მაგრამ ამავდროულად პატიმარიც არ ვარ, რადგან ჩემთან ჩემი მეგობრები არიან“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავამ და იქვე დასძინა, რომ სამართალდამცველებისგან ყველა შესაძლო სცენარს ელოდება და თავადაც ყველაფრისთვის მზად არის.

,,ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. მათ კი სწორედ ეს არ უნდათ - ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, ამიტომაც წამიყენეს ბრალი ერთხელ, მეორედ, ამიტომაც შემიცვალეს აღკვეთი და ახლა უნდათ გამომკეტონ. რეალურად მე ჩემს ოფისში ვაგრძელებ საქმიანობას. ვხვდები პოლიტიკოსებს, მეგობრებს, ახლობლებს, გუშინ ჩემმა შვილმაც მომინახულა. მე მათგან ყველაფერს ველოდები და შესაბამისად, ყველაფრისთვის მზად ვარ“, - განაცხადა კუპრავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზ.კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, როგორც ცნობილია, ზვიად კუპრავას ორი დღის წინ ახალი ბრალი წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, მას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა