თბილისმა შესაძლოა, 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლოს

2021 წელს, თბილისში, „დინამო არენაზე“ შესაძლოა, ევროპა ლიგის ფინალი გაიმართოს. შესაბამისი ინფორმაცია uefa-მ გამოაქვეყნა. თბილისთან ერთად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობისთვის ესპანეთის ქალაქი სევილია განიხილება. უეფა არჩევანს ამ ორ ქალაქს შორის გააკეთებს, გადაწყვეტილებას კი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადებს.

თავიდან ევროპალიგის მასპინძლობაზე „დინამო არენას“ კონკურენციას სევილიის „სანჩეს პისხუანი“ და ვენის „ერნსტ ჰაპელის“ სტადიონები უწევდნენ, საბოლოოდ ავსტრიელებმა განაცხადის შეტანა გადაიფიქრეს და კონკურენტად მხოლოდ სევილია დარჩა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ამავე სტადიონზე, 2015 წლის სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ბარსელონამ სევილია ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა