სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტამდე გაგრძელდება.

მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად, მოსწავლეები 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ, ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა