„ქართული ოცნება“- გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „ქართულ ოცნებას" პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახურში ადასტურებენ.

"გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან", - აცხადებენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ