მოქალაქე დავით გულიაშვილის მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია

მოქალაქე დავით გულიაშვილის განცხადებით, მას დღეს რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიცია ყველაფერს შეესწრო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მოქალაქე გულიაშვილი ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი- გიორგი მიქაძე.

დავით გულიაშვილი „კურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, იქიდან წამოსულს ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრი გიორგი მიქაძე. გულიაშვილის თქმით, მანამდე პოლიციამ გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა, მან ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

მოქალაქე გულიაშვილი "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი და იქ მკურნალობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე ძალადობის და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მოწმის ჩვენების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი მოქალაქის ცემის დროს პოლიციელების გულგრილობას.

იხილეთ ვიდეო: "ზონდერი ძმები მიქაძეები არიან, პოლიციის დავალებას ასრულებენ, მოვარდნენ, მცემეს იარაღებით" - 39 წლის მამაკაცის თქმით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ