„ევროპული საქართველო“  ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ დღეებში, როცა ჩვენი ქვეყნის მიერ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ჩეჩენი და ინგუში ერების ტრაგედიასაც, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. პარტია ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეს ეხმაურება. „1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა კავშირმა საქართველოს მეზობელი ეს ერები საკუთარი განსახლების ისტორიული არეალიდან მთლიანად ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. სასტიკი დეპორტაციის პროცესში დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის ქალი და ბავშვი. ჩეჩენი და ინგუში ხალხის მასობრივი დეპორტაცია, რომელიც 2004 წელს ევროპის პარლამენტმა გენოციდად შეაფასა, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დანაშაულად მიიჩნევა. ამ დღეებში, როცა ჩვენი ქვეყნის მიერ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიულ ბედთან ძალიან ახლოს მდგომი ჩეჩენი და ინგუში ერების ტრაგედიასაც. საბჭოთა კომუნისტური რეჟიმისა და სტალინიზმის დანაშაულებრივი ბუნების ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო არასდროს არ უნდა იქნას დავიწყებული“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა