ე.წ.მუყაოს ქალაქში წითელი ჯვრის სამედიცინო აქცია გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ეგიდით და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ე.წ.მუყაოს ქალაქში ერთობლივი სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

წითელი ჯვრის აქციის ფარგლებში, მოსახლეობას ადგილზე უტარდება გამოკვლევები და კვალიფიციური სპეციალისტები უწევენ კონსულტაციებს. მეორე დღეა ფუნქციონირებს წითელი ჯვრის სამედიცინო მობილური კაბინეტი და დღეის მდგომარეობით, 300-ზე მეტ ადამიანს გაუწიეს დახმარება.

„მუყაოს ქალაქის“ დასახლებას ესტუმრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები და ბათუმის მერი. ისინი ადგილზე გაეცნენ წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებულ პროექტს და კვლევის შედეგებს.

„ათასამდე ბავშვი ცხოვრობს ამ დასახლებაში და მათი ჯანსაღ გარემოში აღზრდა არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. მიხარია, რომ დღიდან „მუყაოს ქალაქის“ მშენებლობის დაანონსების, პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. უკვე გამოცხადდა ტენდერი და უახლოეს მომავალში გვექნება დეტალური პროექტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„აღნიშნულ დასახლებაში უკვე ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც ხორციელდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება და შესწავლა. ასევე, განხორციელდა წითელა-წითურას ვაქცინაცია.

ე.წ.მუყაოს ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს“, - ნათქვამია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო