საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ორგანიზებით, 24 თებერვალს, ტექნოპარკში საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის მონაწილე ჯგუფებს წინასწარ გადაეცათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს ქეისი - Walmart - ი Amazon-ის წინააღმდეგ, მათ მიეცათ ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტათ Walmart -ის წინაშე არსებული პრობლემები და Amazon - ისთვის კონკურენციის გაწევის გეგმა შეედგინათ.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ასევე მასთან ერთად ჟიურის წევრები იქნებიან კომპანიების - Deloitte - ის, KPMG - ის, Marketer.ge - ის ხელმძღვანელი პირები.

„ბიზნეს ქეისების შეჯიბრის მიზანია, ასწავლოს სტუდენტებს რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა და ანალიტიკური აზროვნება.

გამარჯვებულები პრეზენტაციების შემდეგ ადგილზევე გამოვლინდებიან და საპრიზო ფონდიდან მსხვილი ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდებიან, მათ ასევე მიეცემათ ბიზნეს სექტორის წამყვან პირებთან საქმიანი სადილის და სამუშაო დღის გატარების (ე.წ. „shadowing”) შესაძლებლობა. ასევე მიიღებს ჯილდოს ყველაზე გამორჩეული გულშემატკივრთა გუნდიც.

ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ბიზნეს ქეისების კონკურსში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU), კავკასიის უნივერსიტეტის (CU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა