ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია სახალხო დამცველს, არასამთავრობო და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის

ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით სახალხო დამცველს, არასამთავრობო და დიპლომატიურ კორპუსს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა თინა ბოკუჩავამ და მურთაზ ზოდელავამ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას დაკავების საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ძალის გამოყენებით ჩაახშოს ოპოზიციური აზრი ქვეყანაში.

"დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს. არ შეიძლება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ჯაჭვით სცემა სპორტსმენს, გარეთ იყოს და ზვიად კუპრავა დააკავონ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მურთაზ ზოდელავას თქმით კი, ქვეყანაში არის ორმაგი სტანდარტები.

"ყველა ვადევნებთ თვალს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას. ყველამ ვიცოდით, რომ ზვიად კუპრავას დასჯიდნენ მისი აქტიურობის გამო. მივმართავთ ყველას, თვალყური ადევნონ პროცესებს. ხელისუფლება ცდილობს გაანეიტრალოს ოპოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს და 48 საათი არ დაუკავებიათ. ორმაგი სტანდარტებია და ეს ნათლად ჩანს, როდესაც არჩეული მერი უჩა მამაცაშვილის ნათესავის მიერ არის ნაცემი და ამ ფაქტზე არ ჩატარებულა გამოძიება. როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და რეაგირება ნულია, ამის პარალელურად ოპოზიციის აქტივისტების განეიტრალება ხდება. ყველა რეალური ოპოზიციის წარმომადგენელი ბრძოლოს გაგრძელებას აპირებს", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა