პატრიარქის ექიმი - უწმინდესი ცოტა შეუძლოდ გახდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი ჰქონდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პატრიარქი აჟამად საპატრიარქოში იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საკვირაო წირვა აღავლინა, თუმცა არ უქადაგია. არსებული ინფორმაციით, ის თავბრუსხვევამ შეაწუხა.

„ამჟამად მშვიდობაა, ცოტა შეუძლოდ გახდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი ჰქონდა. მე და კარდიოლოგი უკვე გამოვედით მისგან, მას არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია. წამიერი დისკომფორტი იყო როგორც ჩანს“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: "უწმინდესი ცოტა შეუძლოდ გახდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი ჰქონდა" - პატრიარქის ექიმი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა