თბილისში რეგიონული ბიზნესის ფორუმი - ,,ღია დიალოგი“ გაიმართება

თბილისში, 25 თებერვალს სასტუმროში ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რეგიონული ბიზნესის ფორუმი -,,ღია დიალოგი“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. მათივე ცნობით, ფორუმი, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ- პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმის ფარგლებში, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელს, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება მიეცემათ შეკითხვები დაუსვან მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელებს და სხვადასხვა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებს.

„ღონისძიების მიზანია, მთავრობისთვის რეგიონული ბიზნესის პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კერძო სექტორისთვის კი პრობლემატური საკითხების მთავრობის წინაშე დასაყენებლად ეფექტური პლატფორმის შექმნა.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგებიან-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები“, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო