ბანგლადეშში თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელიც დაკა-დუბაის რეისს ასრულებდა

უცნობმა პირებმა ბანგლადეშის ავიახაზების „Biman Bangladesh Airlines“ -ის კუთვნილი თვითმფრინავი გაიტაცეს. საინფორმაციო პორტალ „Bdnews24“-ის ინფორმაციით, ფაქტი ბანგლადეშის ქალაქ ჩატოგრამის აეროპორტში მოხდა.

პორტალის ცნობით, თვითმფრინავი დაკადან დუბაის მიმართულებით რეისს ასრულებს, რომელმაც შუალედური დაშვება სწორედ ჩატოგრამის აეროპორტში განახორციელა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სწორედ მაშინ გაიტაცეს, როდესაც აღნიშნულ აეროპორტში დაეშვა. მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს