ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხვალ ოკუპაციის კვირეული გაიხსნება

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხვალ ოკუპაციის კვირეული გაიხსნება.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საზოგადოებას საშუალება ექნება ესტუმროს გამოფენას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან“, რომელიც მომზადებულია ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური არქივების საფუძველზე.

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური ნივთები და აუდიომასალა შერჩეულია ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ავტოგრაფები და მასთან დაკავშირებული წერილები, ლევილის არქივი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის აუდიოჩანაწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, ფულის ერთეულები და მარკები.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო აქტივობების პოპულარიზაციაშიც; ოკუპაციის კვირეულის ფარგლებშიც ცენტრი VII-IX და IX-XII კლასების მოსწავლეთათვის დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ, ჯგუფური აქტივობა „მე ვიკვლევ“ და ისტორიული ნარკვევების კონკურსი. საუკეთესო სამი ნაშრომის ავტორთა ჯგუფს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოიწვევს 26 მაისის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო შეხვედრაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა