გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართება.

პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გურჯაანში ჩასვლას და პროცესზე დასწრებას გეგმავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

გასულ სხდომაზე, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე დავით ნაიმანიშვილმა ძალაში დატოვა. ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მათივე განმარტებით, კირკიტაძე უპირობოდ არღვევს კანონის დაცვის პრეზუმფციას, შესაბამისად, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა მის ქმედებას.

დაცვის მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

იხილეთ ვიდეო: გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო