მირზა სუბელიანის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.

გასულ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება ჰქონდა სადავო, თუმცა, აღნიშნული მოწმის ჩვენებაც უდავოდ ცნეს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: მირზა სუბელიანის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა