დავით კირკიტაძეს 15 000-მდე მოქალაქე და 27 დეპუტატი თავდებში უდგება

პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წარვუდგენთ დაახლოებით 15 000 მოქალაქის წერილს, ასევე პარლამენტის 27 წევრის თავდების წერილს და ვიშუამდგომლებთ დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ფაქტი სასამართლოსთვის ტესტი იქნება, ხელმძღვანელობს თუ არა ის კანონის მოთხოვნათა დაცვით.

კონდახიშვილის განცხადებით, კირკიტაძის მიმართ შერჩევით სამართალს აქვს ადგილი და ის პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს.

„მოგეხსენებათ, სასამართლომ დაადგინა წინა სასამართლო პროცესზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიმალვის საფრთხე არსებობდა, რის გამოც ძალაში დატოვა კირკიტაძის პატიმრობის განგრძობადობა. თუმცა, ეს არარსებული საფრთხეა. ეს არის ტესტი სასამართლოსთვის, ის ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნათა დაცვით თუ ეს არის ფარსი.

მართალია, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელისთვის გამოვიყენებთ. აუცილებლად დავადგენთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა არის უკანონო", - აცხადებს კონდახიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბოტკოველმა კი განაცხადა, რომ ყველა იმ დოკუმენტთან ერთად, რომელიც ამტკიცებს და ასახავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია და მზად არის გირაოთი გარეთ ყოფნით ითანამშრომლოს გამოძიებასთან, სასამართლოში მივიდეს, პროკუტურას ჩვენება მისცეს, დამატებით მოსახლეობაში შეაგროვეა ხელმოწერები.

„დაახლოებით, დღენახევარში 15 000-ზე მეტი ხელმოწერა მოგროვდა, რომელიც კიდევ ერთი თავდების საფუძველი გახდება, ადამიანები თავდებში უდგებიან დავით კირკიტაძეს, რომ ის გამოძიებას არ დაემალება", - განაცხადა ბოტკოველმა.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო