მამუკა ბახტაძე - თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას

ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის.

"დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის და დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას" - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა