სალომე ზურაბიშვილი - იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა

იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განუცხადა.

„იუნკრების ძალიან დიდი ნაწილი დაიღუპა. ეს დღე ჩვენთვის სამახსოვროა, იმ დღეს დასრულდა ბრძოლა, მაგრამ საქართველოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის გრძელდება. იუნკერთა თავდადებით გადარჩა საქართველო და დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ეს ყოველდღიურად უნდა გვახსოვდეს. ვწუხვარ, რომ აქ მემორიალი კი არის, მაგრამ არანაირი ნიშანი იმ ისტორიისა არ არის, სკოლებიდან ახალგაზრდები ან უცხოელები რომ ამოვიდნენ, უნდა იცოდნენ აქ რა მოხდა, რა ბრძოლა ჩატარდა, რა დატვირთვა ჰქონდა და რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი" , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა