ვახტანგ ყოლბაია - ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვიცხოვრებთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს წარსულს და მომავალს

ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც აფხაზებთან და ოსებთან ვიცხოვრებთ ერთად ისე, როგორც ეკადრება ჩვენს წარსულს და ეკადრება ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოკუპაციის მომენტი საქართველოს დღესაც აქვს და ეს არის ძალიან ცუდი.

„რაც ათეული წლის წინ ჩაიდინა რუსეთმა, ამას აგრძელებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს გმირ მოსახლეობას, რომელიც არის დარჩენილი იმ ტერიტორიაზე, რომ არ შეიძლება ასეთი რამ გაგრძელდეს 21-ე საუკუნეში უსასრულოდ. ჩვენ ვიქნებით ერთად, გავერთიანდებით, ისევე როგორც ეს ყოფილა იმ საუკუნის დასაწყისში“,-განაცხადა ყოლბაიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა