სოფო ვერძეული - საზოგადოების ინტერესია, ვისი იდეა იყო ვიდეო კადრებით შანტაჟი

საინტერესო და საჭირო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რას ნიშნავს შენახვა და შენახვა გულისხმობს თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში იმას, რომ უნდა იყოს დასჯადი ასეთი ქმედება, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების პროგრამების დირექტორმა სოფო ვერძეულმა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფარულ ვიდეო კადრებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა.

„თუ გამოძიება გაგრძელდა საბოლოო ჯამში ისე, რომ დაკავებულები აღმოჩნდნენ ის პირები, რომლებიც ვიდეოს გავრცელების პირველ წყაროს არ წარმოადგენენ, არც იდეის ავტორებს და არც ამტვირთავებს ინტერნეტში, რა თქმა უნდა ეს საზოგადოების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, იმიტომ, რომ საზოგადოების ინტერესია, თუ ვინ დაგეგმა, ვისი იდეა იყო ამ კონტექსტში თემის შემოტანა დისკუსიაში და ვიდეო კადრებით შანტაჟი. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ გვაქვს მუხლი, რომელიც შენახვასაც, გავრცელებასაც და სხვაგვარ ხელმისაწვდომობასაც დასჯადად აცხადებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებასაც და არ უნდა მივიღოთ შედეგი, რომ ადამიანები, რომელსაც უბრალოდ გამოუგზავნეს ვიდეო და შეიძლება არც კი უნახავს და არც კი იცის ვიდეოს შინაარსი, პასუხისგებაში მიეცნენ. მე როგორც ვიცი, არის იდეაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის და საინტერესო და საჭირო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება რას ნიშნავს შენახვა და შენახვა გულისხმობს თუ არა ნებისმიერ შემთხვევაში იმას, რომ უნდა იყოს დასჯადი ასეთი ქმედება“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

შეგახსენებთ, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით საგამოძიებო უწყებებმა 18-მდე პირი დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირის, ან პირთა ჯგუფის ვინაობა ვინც კადრების გავრცელების ორგანიზება ედება ბრალად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა