გიორგი ახვლედიანი – დღეს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია მცოცავი ოკუპაცია

ახალგაზრდა, თავგანწირული იუნკერები გახდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ბოლშევიკურ ძალმომრეობას ერის ყველაზე ახალგაზრდულმა ნაწილმა გაუწია წინააღმდეგობა. ამით მათ უკვდავყვეს თავისი გმირობა და იმავდროულად მომავალ თაობებს დაუტოვეს დაფიქრების და ქვეყანაზე ზრუნვის ვალდებულება და პასუხისმგებლობაც“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანის ნაწილი დღესაც კვლავ ოკუპირებულია და ქვეყანას არც წარსულში და არც დღეს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. იმოქმედებს არა ემოციებით, არამედ საღი აზროვნებით, იმოქმედებს არა რუსული და ამერიკული ინტერესებით, არამედ ქართული და ეროვნული ინტერესებით.

„ქართულ მიწაზე დღესაც უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები დგას. სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 98 წლის წინ მომხდარი პირველი ოკუპაციის შემდეგ არც არავინ დაფიქრებულა ისტორიულ მაგალითებზე და არც რომელიმე ხელისუფლება ჩქარობს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თემების გადაწყვეტისას საღ აზრს, ემოცია და გულზე მჯიხის ცემა ანაცვლებს. დღეს, ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია მცოცავი ოკუპაცია. იუნკერების მიერ ჩადენილი გმირობა, მათი შთამომავლების მიერ მხოლოდ მაშინ იქნება შესმენილი, როდესაც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება იმოქმედებს, არც რუსული და არც სხვა ქვეყნის, არამედ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო