დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის საბჭოს პოზიციაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კარიერული დაწინაურების პრინციპით განწესდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გრიტიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კარიერული დაწინაურების პრინციპით განწესდნენ.

მისი განცხადებით, პარლამენტში შემდგარი სამუშაო ჯგუფის ფორმატში

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში ისეთი ადამიანების განწესებაზე იყო საუბარი, რომელსაც თურმე მოსამართლის გამოცდაც არ უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. გვრიტიშვილის თქმით, ამ მხრივ საბჭოს პოზიცია ემყარება განვითარებული ქვეყნების მაგალითს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოსამართლის გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული.

„როგორც საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ჩვენი პროექტიც გვქონდა. ჩვენ ისევე, როგორც ათი მოსამართლისგან შემდგარ სიაზე, პრიორიტეტს ვანიჭებთ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ პრინციპს და ეს არის, კარიერული დაწინაურების პრინციპი. მაგალითად, აშშ-ში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში ცხრა მოსამართლიდან რვა არის მოქმედი მოსამართლე. მათგან მხოლოდ ერთი, ელენა კაგანი იყო განწესებისას უშუალოდ ადვოკატი. მასაც კი ჰქონდა მუშაობის გამოცდილება სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში.დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშიც კარიერული დაწინაურების პრინციპით არიან მოსამართლეები დანიშნულები. ამიტომაც, ჩვენი მოთხოვნა, პრინციპული პოზიცია პროექტის წარდგენის დროს და ამ სამუშაო შეხვედროს დროსაც, იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტად გამახვილდეს ყურადღება და იმგვარი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, რომ ეს პრინციპი იქნას დაცული", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, გვრიტიშვილის თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ განწესების ტერმინის ახსნისას მოსამართლეებიც გააკვირვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვნახე ნაზი ჯანეზაშვილის კომენტარი, თურმე პარლამენტის თავმჯდომარემ ისეთი ახსნა შემოგვთავაზა, რომ ჩვენ გაკვირვებული სახეებით ვიყურებოდით. არადა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ იმავე მაგიდის გარშემო იყვნენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მათ შორის, ოთარ კახიძე. ტერმინ განწესებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებდა, რომ ეს ტერმინი გახდა დეტალური და ხანგრძლივი მსჯელობის საგანი, იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ზოგადი ხასიათის ტერმინი, რომელიც თავისთავში მოიცავდა წარდგენას ან ნომინირებას და ასევე მოსამართლეების დანიშვნას. ამიტომ, ამ ტერმინით სპეკულირება სხვადასხვა სუბიექტის, ჯანეზაშვილის ან სხვისი მხრიდან, აბსოლუტურად დაუშვებელია", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს