ირაკლი კობახიძე ავსტრიის იუსტიციის, რეფორმებისა და დერეგულაციის ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის იუსტიციის, რეფორმებისა და დერეგულაციის ფედერალურ მინისტრთან, იოზეფ მოზერთან გამართა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასა და იუსტიციის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. იოზეფ მოზერის თქმით, სამინისტრო მზად არის, სასამართლო რეფორმისა და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში, ქართულ მხარეს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებასა და საქართველოში ავსტრიული ინვესტიციების მოზიდვაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. იუსტიციის, რეფორმებისა და დერეგულაციის ფედერალურმა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ავსტრიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრას პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა