გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ მისი ფრაქციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვონ

ჩვენ ადრეც გადაწყვეტილი გვქონდა, 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ვფიქრობდით, რიგ გადაწყვეტილებებზე გარკვეული ზეგავლენა მოგვეხდინა. ახლა ვფიქრობ, ამ მიმართულებას პერსპექტივა არ აქვს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისი ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივებს გაიზიარებს სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, შესაბამისად, ჟორჟოლიანის განცხადებით, ფრაქციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობას, სავარაუდოდ, დატოვებენ.

"ჩვენ დიდიხანია ვფიქრობთ, გავაგრძელოთ თუ არა უმრავლესობაში ჩვენი საქმიანობა. გვქონდა კონსულტაციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან. უმრავლესობას სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ. დღესაც ვაპირებთ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას. ჩვენი უმრავლესობაში ყოფნა განპირობებული იყო იმითი, რომ გვინდოდა რადიკალურად შეგვეცვალა ის პოლიტიკა, რომელიც ინერციულად გრძელდება "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი საკითხია სამართლიანი საგადასახადო სისტემის დამკვიდრება, მეორე - ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, სადაც სახელმწიფო ასრულებს ლოკომოტივის როლს, მათ შორის სასამართლოს საკითხიც და განათლების პოლიტიკა, რომელიც მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ეკონომიკასთან.

ჩვენ ადრეც გადაწყვეტილი გვქონდა, 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ვფიქრობდით რიგ გადაწყვეტილებებზე გარკვეული ზეგავლენა მოგვეხდინა და ისინი ახლავე ყოფილიყო მიღებული უმრავლესობის მიერ. ვფიქრობ, ამ მიმართულებას პერსპექტივა არ აქვს. კიდევ შევიტანთ რამდენიმე კანონპროექტს და უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დაველოდებით განხილვას. ჩემი მოლოდინია, რომ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ამიტომ ჩვენ შევეცდებით უფრო ფართო საზოგადოებაზე გავიდეთ და დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ. ეს იქნება ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილება. ვიღაცის შეიძლება დღეს იყოს, ვიღაცის ხვალ,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა