ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციებს იწყებს

იმათ გარდა, ვინც ერთ პოზიციაზე ვდგავართ, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები სხვებთანაც მექნება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელია ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას აანონსებს. ის არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობა თემატურად „სოციალ-დემოკრატებთანაც“ შედგეს.

„ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვფიქრობ და ამ კუთხით ვმუშაობ, თანამოაზრეებთან გვექნება კონსულტაციები. დღეიდან დავიწყებ ყველა იმ ადამიანთან კონსულტაციას, რომელიც ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ შეიძლება იყოს მოაზრებული. ეს გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს.

შესაძლოა, მოხდეს ახალი ფრაქციის შექმნაც. ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება პარლამენტში არ ვიცით, თუმცა არსებული უმცირესობა ავტომატურად დაიშლება მაშინვე, როგორც კი უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს. იმათ გარდა, ვინც ერთ პოზიციაზე ვდგავართ, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მექნება სხვებთანაც. დავილაპარაკებთ „სოციალ-დემოკრატებთანაც“, შეიძლება მათთან თემატურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა