სახელდების და სიმბოლიკის კომისია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახალი ინიციატივა გააჟღერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელდების და სიმბოლიკის კომისია მუდმივად მუშაობს იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღემდე მოიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

„იანვარში, ტაბახმელაში იუნკერ არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე ქუჩას მიენიჭა ასევე იუნკერის, შტაბის კაპიტნის ბესარიონ კემულარიას სახელი. 1921 წელს, საოკუპაციო არმია კოჯრის მიდამოების გარდა, გვებრძოდა სამგორში, გლდანში, ავჭალაში. გამოვდივართ ინიციატივით, ავჭალის რკინიგზის სადგურს დაერქვას საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის სახელი. ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით, ქართულმა მხარემ შეძლო რუსული არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხის განხილვის მიზნით, უახლოეს პერიოდში დაიწყებს კონსულტაციებს საქართველოს რკინიგზასთან.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა