პეტრო პოროშენკო - არ დაიჯეროთ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს, ნატო-ში არავინ მიიღებს

ნატო კიევისგან უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ნაბიჯების აქტივიზაციას ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„ბოლო ჯერზე, როდესაც სახელმწიფო მეთაურების დონეზე ნატო-ს საბჭოს სხდომაზე ვიყავი, ყველა ამბობდა არა მხოლოდ იმას, რომ ნატო-ს კარი ღიაა, არამედ იმასაც, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

კიევის ოლქში ახალგაზრდებთან შეხვედრისას პოროშენკომ მათ მოუწოდა, არ დაიჯერონ განცხადებები იმის თაობაზე, რომ არავინ ელოდება უკრაინას ნატო-ში.

„არ დაიჯეროთ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს რუსეთის აგრესიისგან, ნატო-ში არავინ მიიღებს. ეს უბრალოდ ტყუილია“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს