რამაზ საყვარელიძე „ნაცმოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" უმცირესობის ფორმატში შესაძლო გაერთიანებაზე - ვისთანაც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს გრძნობენ თავს, იმასთან აპირებენ გაერთიანებას

ვისთანაც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს გრძნობენ თავს, იმასთან აპირებენ გაერთიანებას, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საპარლამენტო უმცირესობის შესანარჩუნებლად, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" შესაძლო გაერთიანების საკითხს.

როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინაიდან შესაძლო გაერთიანება ერთიან იდელოგიას ეხება, ზედმეტი პოლიტიკური დასკვნის გაკეთება არ ღირს.

„ჩვენთან ვერსიების გავრცელება პოპულარულია. თუ არ გავრცელდა ვერსია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქმე ჩააწყო - ეჩვენებინა ხალხისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთიანობა და ამიტომ დაშალა თავის პარტია, რათა შემდეგ ისინი გაერთიანებულიყვნენო, თუ ეს ვერსია არ იქნება, მაშინ ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესია. მათ უნდათ ორგანიზაციული სტრუქტურების შენარჩუნება. ასეთი გადაადგილებები ყველა პარლამენტში ხდება და ზედმეტი პოლიტიკური დასკვნების გაკეთება, მგონი, ამ მოვლენიდან არ ღირს.

რადგანაც მომწიფებული არ არის სხვა ტიპის გაერთიანება, დავუშვათ იგივე ეკა ბესელიას ჯგუფთან და. ა.შ. და გაერთიანება მომწიფებულია პოლიტიკური ერთიანობის ნიშნით, მე ამას უკვე მივესალმები. ეს არ არის ლიდერის გარშემო ან რაღაც სხვა მიზეზის გარშემო გაერთიანება, გაერთიანება მოხდა იდეოლოგიურად. ანუ, ვისთანაც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს გრძნობენ თავს, იმასთან აპირებენ გაერთიანებას“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის დაშლის თავიდან აცილების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, უმცირესობის ფორმატში გაერთიანდეს. ასეთ შემთხვევაში უმცირესობა 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და ის დაშლის საფრთხეს გადაურჩება.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა თუკი უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი გამოაკლდება და ამის შედეგად უმცირესობა დაშლის წინაშე დადგება, ამ თემაზე კონსულტაციები გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო