„მშვიდობის ხიდის“ 8 თვით მოვლა-პატრონობა 315 647 ლარი დაჯდება

თბილისში მდებარე „მშვიდობის ხიდი“-ს მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 315 647 ლარია. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2019 წლის 19 აპრილიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ძირითადი ელექტრონული და პროგრამული მოწყობილობები დამზადებულია კონკრეტულად „მშვიდობის ხიდის“ პროექტისთვის და არ არის სერიულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათადარიგო ნაწილების მოძიება თავსებადობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო