სახალხო დამცველი საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს პატივს მიაგებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

„25 თებერვალი თავისუფლებისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ბრძოლის ტრაგიკული და სიმბოლური დღეა. საბჭოთა ოკუპაციას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების 70-წლიანი უგულვებელყოფა, ასეულათასობით საქართველოს მოქალაქის რეპრესია, დახვრეტა და გადასახლება მოყვა.

სამწუხაროდ, ოკუპაცია დღემდე გრძელდება. 2016 წლის მაისში საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორია, 2018 წლის თებერვალში ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი და სხვა მკვლელობები, მკვლელობათა გამოუძიებლობა, მკვლელთა დაუსჯელობა, საოკუპაციო ხაზზე ხშირი უკანონო დაკავებები, მუდმივი მცოცავი ანექსია, საინფორმაციო ომი – ნათლად წარმოაჩენს, რომ გასული საუკუნის დასაწყისში დაწყებული ოკუპაცია კვლავ გრძელდება. მოპოვებულ თავისუფლებას კი დაცვა და შენარჩუნება ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა